გურჯაანირეგიონი

გურჯაანში მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქ გურჯაანის ცენტრის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ” გურჯაანის მერიის დიდ დარბაზში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქ გურჯაანის ცენტრის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გამართა.

კონცეფცია აუდიტორიას დეტალურად გააცნეს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ზურაბ წიკლაურმა, პროექტის ხელმძღვანელმა გია აბულაძემ და გეოგრაფიკმა გიორგი გოცირიძემ.

განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესული პირები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მთავარი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზანია მდგრადი განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრების ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის ჯანსაღი, მიმზიდველი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების და მართვის სამართლებრივ-ნორმატიული წინაპირობების შექმნა.

აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო“ აფინანსებს, რომლის ღირებულებაც 1 262 600 ლარია. პროექტს შპს „სტუდია 21“ ასრულებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close