გურჯაანირეგიონი

სოფელ ვაზისუბანში 1058 მ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.

ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობის პარალელურად, რეგიონში მუნიციპალური გზების მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ვაზისუბანში გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

სოფელ ვაზისუბანში 1058 მ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 895 676 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close