დღის ამბები

თელავში მაშველებმა მოზარდი ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად ამოიყვანეს

თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით- მათ რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა, მეხანძრე-მაშველებმა, ერთ-ერთი მათგანი სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close