გურჯაანირეგიონი

გიორგი მაჭავარიანმა სტიქიით დაზიანებული სანაპიროს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად ქალაქ გურჯაანში, სტიქიით დაზიანებული სანაპიროს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

სანაპიროს ქუჩა ქალაქ გურჯაანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდა გზაა, რომელიც გასულ წელს სტიქიამ დააზიანა.

ამ დროისთვის დასრულებულია ბორდიურების და ასფალტის პირველი ფენის მოწყობა.

ცნობისთვის, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის, მთავრობის განკარგულებით, 211 000 ლარი დაიხარჯება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close