დღის ამბებისაზოგადოება

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, 2 კი მხილებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი დააკავეს.
მათივე თქმით, პოლიციამ, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 სანადირო თოფი და 44 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1974 წელს დაბადებული ს.ა.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია 2 სანადირო თოფი და 2 ხელყუმბარა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close