დღის ამბებისაზოგადოება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს. მას 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ. შვილის პოვნის შესახებ რადიო თავისუფლებას ბავშვის მამამ აცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ინფორმაცია დაადასტურეს.

“პოლიციამ ახლა მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და გავარკვევ, როგორ არის ჩემი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. სხვა არაფერი არ ვიცი”, – ამბობს ბავშის მამა.

ამ დრომდე არსებობს ეჭვი, რომ მე-7 კლასის მოსწავლე, ცოლად მოყვანის მიზნით, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სულ მცირე 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close