ანონსებიდღის ამბებისაზოგადოება

4 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელი მოსამართლეები საჯარო ლექციას ჩაატარებენ

4 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელი მოსამართლეები საჯარო ლექციას ჩაატარებენ.

ლექციის თემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, ქართულ- ამერიკული გამოცდილების გაზიარებაა.

მართლმსაჯულების ამერიკელი წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მხოლოდ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან.

ლექცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ტარდება.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებს.

უნივერსიტეტის I კორპუსი, მცირე დარბაზი.
დასაწყისი 10:30 სთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close