დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში გასტრონომიული კონგრესი გაიმართა

ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთობლივი თანამშრომლობით, კაჭრეთში პირველად- ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი გაიმართა, რომელსაც 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

გასტრონომიული კონგრესი ოფიციალურად გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს -კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ და ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.

ბასკეთის კულინარიის ცენტრთან თანამშრომლობით გურჯაანში მიმდინარეობს კავკასიის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს 2025 წლიდან მიიღებს მთელი რეგიონიდან.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ.

ცნობისთვის, კონგრესის იდეის ავტორია პარლამენტის წევრი – დავით სონღულაშვილი, ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქპატენტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, DMO – ” Visit Kakheti”, Basque Culinary Center, Mantala.eus, საქართველოს ბანკი, თელიანი ველი და დერგი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close