დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა. მოზარდები რამდენიმე დღეა გაუჩინარდნენ და ჯერჯერობით მათ კვალს ვერავინ მიაგნეს.

არსებული ინფორმაციით, გოგოს მამის ამტკიცებს, რომ ბიჭმა მისი ქალიშვილი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და მოიტაცა, როგორც ის ამბობს,  ქალიშვილის ხელი ბიჭის ოჯახმა მანამდეც ითხოვა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

რაც შეეხება ბიჭის ოჯახს, მათი თქმით, გოგონა შეყვარებულს თავად გაჰყვა და ამის დასამტკიცებლად არსებობს ხმოვანი შეტყობინება და წერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close