დღის ამბებისაზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ესა­უბ­რა ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, რის შემ­დე­გაც, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

” ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში მაგალითად ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე ხარვეზები”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ჯანსაცვის მინისტრის დანიშვნა კონსულტაციების საფუძველზე, უახლოეს დღეებში მოხდება.

” რაც შეეხება იმას, რომ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე”,- განაცხადა კობახიძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close