თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ და „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
არსებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანს, თელავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი “აი ია”, სმენის კვირეულის ფარგლებში, თელავში ორდღიან, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს.