დღის ამბებილაგოდეხისაზოგადოება

ლაგოდეხში ახალგაზრდა და 60 წელს გადაცილებული ასაკის მოქალაქეთა საჭიროებებზე შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხში- თაობათაშორისი დიალოგი გაიმართა, ახალგაზრდა და 60+ ასაკის მოქალაქეთა საჭიროებებზე.

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ინფორმაციით- შეხვედრის თემას- არჩევნებთან დაკავშირებული მითები და რეალობა წარმოადგენდა.

” მოხსენების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა:

რა საკითხები უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პროგრამებში ახალგაზრდა და უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის?

▶️ რა გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა?

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლებიდან მოსახლეობის გადინების პრობლემაზე და ხანდაზმულთა საჭიროებებზე, ხოლო აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად მათ თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.

ხუთივე მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრების მონაწილეებს სწორედ ცოდნის კაფეში შეეძლეებათ დისკუსიის დროს გამოთქმული მოსაზრებების პირადად გაჟღერება ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან.

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ცოდნის კაფე/Knowledge Cafeს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის- საინფორმაციო შეხვედრების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close