ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა,  ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ჯონდო მდივნიშვილმა, ახალგაზრდებს განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მერმა, ასევე- ახალგაზრდების მიერ დასახელებული საჭიროებები და ახალი ინიციატივები მოისმინა.

„მერის ახალგაზრდული სათათბირო ორგანო სისტემატურად იკრიბება და ის, ახალგაზრდების ჩართულობით მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სათათბირო ორგანოს მიზანი, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათი საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროექტების დაგეგმვა და მოსახლეობის ინფორმირება. მერის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს ჩართულობით მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, შეხვედრა, დისკუსიის ფონზე წარიმართა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close