რეგიონიყვარელი

ყვარელში შშმ ბავშვებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის – „გაუმჯობესებული სკოლამდელი განათლების სერვისი ყველა ბავშვისათვის“ – პრეზენტაცია წარმოადგინეს.

პროექტის მიზანია, ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში მომსახურების პროცედურებისა და ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის ანალიზი, ადაპტირება და შშმ ბავშვებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, ასევე- პროექტის დონორები და დაინტერესებული პირები.

ცნობისთვის, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close