დღის ამბები

თელავის და ყვარელის შემდეგ სპეციალური საშუალებებით ამჯერად დედოფლისწყაროს ცენტრალური ქუჩები ირეცხება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო, კახეთის ქალაქებში სადენზიფექციო ხსნარით დამუშავება გრძელდება. თელავის და ყვარელის შემდეგ სპეციალური საშუალებებით ამჯერად დედოფლისწყაროს ცენტრალური ქუჩები ირეცხება.

სამუშაოები, რომელიც კომენდანტის საათის დაწყებისთანავე დაიწყო პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და სახანძრო სამაშველო ტექნიკა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში და რეგიონის ქალაქებში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close