დღის ამბებისაზოგადოება

თელავის აეროპორტის ტერმინალის არქიტექტურული პროექტის ღირებულება 296 000 ლარი იქნება

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ხმალაძე არქიტექტორების“ ტერმინალის არქიტექტურული პროექტი 296 000 ლარი დაჯდება.

თელავის ტერმინალი შემდეგი ვიზუალის იქნება-

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხმალაძის მიერ არის დაპროექტებული შემდეგი არქიტექტურული ნაგებობები: 2020 წელს „მეამას“ ოფისი და 2014 წელს ბათუმში, SOCAR-ის ბენზინსგასამართის და მასთან არსებული McDonald’s-ის რესტორნის პროექტი, ლისის ტბაზე ბიზნეს-ცენტრი Corner Pines, პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი Alliance Highline, Bioli Wellness Resort, Gergeti Residence, რესტორანი, დასასვენებელი კომპლექსი და ღვინის საწარმო ქედაში და ა.შ. გიორგი ხმალაძის აღნიშნული არქიტექტურული პროექტებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close