გურჯაანირეგიონი

გიორგი მაჭავარიანი- “სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი აგრო მაღაზია გაიხსნა გურჯაანში”

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ ზეგაანში, „აგრო ეფექტის“ მაღაზიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

” სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი აგრო მაღაზია გაიხსნა გურჯაანში, სადაც ჩვენს მოსახლოებას მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა შეეძლება. მინდა, მათ ვუსურვო წარმატება და ბევრი მადლიერი მომხმარებელი. ” – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი.

ცნობისთვის- შპს ,,აგრო ეფექტი” უკვე 16 წელზე მეტია ბაზარზეა წარმოდგენილი და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს ფერმერებს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close