რეგიონიყვარელი

სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომდგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომდგენლებთან.

სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებული მოსახლეობისათვის ენერგოეფექტური ღუმელის ღირებულების თანადაფინანსებას. პროგრამა ხორციელდება პროექტ „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO Georgia“-ს ფარგლებში.

პროგრამის მიზანია, წაახალისოს ენერგოეფექტური ღუმელების მოხმარება, რაც ერთი მხრივ, შეუმცირებს მოქალაქეებს გათბობის სეზონის ხარჯებს, მეორე მხრივ კი, შეამცირებს ზეწოლას და დაიცავს გარემოს.
დაინტერესებულ პირებს ენერგოეფექტური ღუმელის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სახელმწიფოსგან თანადაფინანსება. თანადაფინანსება შეადგენს ღუმელის ღირებულების 30%-ს, არაუმეტეს 300 ლარისა.
პროგრამა ითვალისწინებს ერთ შინამეურნეობაზე მხოლოდ ერთი ენერგოეფექტური ღუმელის თანადაფინანსებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close