ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩადუნიანში, 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი შენდება, სააღმზრდელო დაწესებულებაში, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს, მოპირკეთდება ეზო და მოეწყობა გასართობი საბავშვო ატრაქციონიც.

პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 168 578 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – სოფელ ჩადუნიანში, ბაღდადში, არეშფერანში, გვიმრიანში, მსხალგორსა და განჯალაში, უკვე დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა. ხუთი საბავშვო ბაღი 50-ზე, ერთი კი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ცნობისთვის- 2024 წელს, ლაგოდეხში, ჯამში 6 საბავშვო ბაღი აშენდება, რისთვისაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 9 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close