რეგიონიყვარელი

ყვარელში მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც მიმდინარე საკითხები განიხილეს.

არსებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრებზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მერმა, წარმომადგენლებისაგან მოისმინა სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close