დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

კახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, რომლის ფარგლებშიც- პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით შეხვედრები- 286 დასახლებაში გაიმართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეჩურში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებად სასაფლაოსთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა დასახელდა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსების მიზნით, ჯამში 4 234 000 ლარია გამოყოფილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close