დღის ამბები

ხვალ, 17 აპრილის 12 საათიდან – 21 აპრილამდე, ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება

ხვალ 17 აპრილი 21 აპრილმდე, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალვა არ ვრცელდება ტვირთების და დისტრიბუციის გადაადგილებაზე – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ამასთან, სასურსათი მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ხვალიდან, სავალდებულო ხდება პირბადების ტარება დახურულ სივრცეებში.

“მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა ის ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ასევე, მუშაობას აგრძელებს მიტანის სერვისები. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე”.-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close