დღის ამბებისაზოგადოება

სასამართლომ სოფელ ვაზისუბანში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 21 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებულს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, დაზარალებულთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა. აღნიშნულ ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close