ახმეტაგანათლებადღის ამბებირეგიონისაზოგადოება

სოფელ მატანს ახლად რეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანს ახლად რეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მარტის თვეში დასრულდება.

მატნის საბავშო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს სახურავის, ეზოს, ფასადის, ელექტრო მომარაგებისა და გათბობის სისტემების კეთილმოწყობას.

ცნობისთვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 788 000 ლარს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close