დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში ახალგაზრდა კაცს ორი დღეა ეძებენ

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ, აღარვის უნახავს. ჯანაშვილის სიძის, ლევან უსუფაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი 14 თებერვლის დილის 11 საათიდან გაუჩინარდა.

“მთელი რაიონი ჩართულია, მთელი ღამე ვეძებდით, მაგრამ არ ჩანს. მეორადი ავეჯს რესტავრაციას აკეთებს და თუ რამე საჭიროებისთვის წავიდა, ამდენ ხანს ხომ უნდა გამოჩენილიყო. ჩვეულებრივად გავიდა სახლიდან, არავისთვის არაფერი უთქვამს”- ამბობს უსუფაშვილი.

ოჯახმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს, რომლებიც დავით ჯანაშვილს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეძებენ. ოჯახთან საკონტაქტო ნომერია-591 41 66 05.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close