გურჯაანირეგიონი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი მაჭავარიანმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

თვითმმართველობის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ სოფელ ვაზისუბანში,  ჩუმლაყში და სოფელ გურჯაანში მიმდინარე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაობს.

სამივე აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ხორციელდება , რისთვისაც ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ დროისთვის, 8 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close