გურჯაანირეგიონი

გურჯაანში ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, პირველ მოადგილე ლერი გელენავასთან და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა სონღულაშვილთან ერთად, ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მერმა ახალგაზრდების სამომავლო გეგმები მოისმინა და მათი იდეების განხორციელებისთვის მზაობა გამოთქვა.

სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა სონღულაშვილი, რომელმაც ახალგაზრდული საბჭოს წევრებს დაგეგმილი პროექტები გააცნო და სიახლეები დააანონსა.

ცნობისთვის, შეხვედრა გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close