ახმეტარეგიონი

ახმეტაში ღონისძიება- ” გაბედე წარმატება” გაიმართა

მერიის ქალთა ოთახში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და ,,ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის’’ მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით- ” გაბედე წარმატება“ გაიმართა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ცნობილი ქართველი და უცხოელი წარმატებული სპორტსმენების ბიოგრაფიული ვიდეო რგოლები, ასევე ახმეტელი გოგონების წარმატების ამსახველი ვიდეო და ფოტოს მასალა.

” ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ წარმატებული სპორტსმენი გოგონები საქართველოს ჩემპიონები ჭიდაობა/ ძიუდოში- მარიამ ნათელაური, სოფო ურბეხაშვილი, ლიკა ნახუცრიშვილი და ფეხბურთელი, მეკარე, ანანო ხუცურაული თანაკლასელებთან და ქომაგებთან ერთად.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონების წახალისება, მათი წარმატების გაზიარება, სკოლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და კიდევ ერთხელ გააზრება იმ ფაქტის, რომ პროფესიების და სპორტის სახეობების გენდერულ კატეგორიებად დაყოფა არასწორია. გოგონებს, ბიჭების მსგავსად თანაბარი შესაძლებლობა აქვთ იყვნენ წარმატებულები სპორტის ნებისმიერ სახეობაში.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა და ,, ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის” წარმომადგენელმა ანა მირულიშვილმა. მათ, ასევე გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები”,- აღნიშნავენ ახმეტის მერიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close