ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ლაგოდეხში, წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო  დღესთან დაკავშირებით, ისტორიული მუზეუმის შენობის მედიათეკაში, თანამედროვე მწერალ, ლიტერატურული კონკურსი „მუზას“ გამარჯვებულ, თეა ირემაშვილთან, შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას, 70-მდე წიგნის მოყვარული ახალგაზრდა დაესწრო, რომლებმაც საინტერესო დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა, წაიკითხეს, საკუთარი შემოქმედებიდან, მათთვის, საყვარელი მონაკვეთი.

ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი,მოადგილესთან ნინო ბატიაშვილთან ერთად დაესწრო.

” წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. დღევანდელი შეხვედრაც, ახალგაზრდების წიგნიერების და ცოდნის გაღრმავებას, უნარებისა და დამოკიდებულებების გაზრდას და მათ მაქსიმალურ განვითარებას ემსახურება. ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, სწორედ ასეთ ახალგაზრდებში ვხედავ”,- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, წიგნის ხმამაღლა კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. დასასრულს, მონაწილეებს, საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close