ლაგოდეხირეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი მუნიციპალიტეტში მოქმედ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, იმ კონტრაქტორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებენ.

სამუშაო შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მუნიციპალიტეტის მერმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

„ჩვენი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, დროული და ხარისხიანი სამუშაოების განხორციელებაა. მოქალაქეების კმაყოფილება შეუძლებელია, თუ პროექტი, მაღალი ხარისხით არ იქნა შესრულებული. მოვითხოვ, ყველა სახის ინფრასტრუქტურული მშენებლობა დროულად და ამასთანავე, მაღალი ხარისხით შესრულდეს”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close