ახმეტარეგიონი

ახმეტაში 2024 წლის იანვრის თვეში დახმარება გაეწია 277 ბენეფიციარს და გაიხარჯა 80 950 ლარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის იანვრის თვეში დახმარება გაეწია 277 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 80 950 ლარი, კერძოდ:

– ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 79 ბენეფიციარს – 32 030 ლარით;

– დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 23 ბენეფიციარი) დაფინანსდა 15 060 ლარის ღირებულების მედიკამენტები;

– ,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 9 ბენეფიციარი – 4 460 ლარით;

– პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 2 ოჯახი – 450 ლარის ოდენობით;

– 95 წელს გადაცილებულ 4 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება – 1 600 ლარის ოდენობით;

– პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 3 ბენეფიციარზე – 1 050 ლარი;

– დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 8 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1200 ლარით;

– მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (15 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 3000 ლარი;

– 100 წელს გადაცილებულ 3 პირზე გაიცა დახმარება -1 800 ლარის ოდენობით.

– ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით.

– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე შშმ ვეტერანთა დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის დახმარება გაეწია 3 პირს – 2 100 ლარის ოდენობით;

– ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 124 პირს დახმარება გაეწია – 12 400 ლარის ოდენობით;

– ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარება გაეწია 1 ოჯახს – 5 000 ლარის ოდენობით;

– დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 2 ბენეფიციარს – 300 ლარი;

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close