დღის ამბებისაზოგადოება

მთავრობის განკარგულებები კვლავ საჯარო იქნება

მე-4 წელია, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, საჯაროდ მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის,  ბოლო განკარგულებები საიტზე 2020 წელს არის გამოქვეყნებული. ამის გამო მთავრობის ადმინისტრაცია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განკარგულებები ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება.

” ჩვენ, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები, ეს უნდა აიყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close