რეგიონიყვარელი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ალმატის შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობასთან

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალმატის, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობასთან.

სოფელ ალმატში- ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობა და სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა დაიგეგმა, შაქრიანში – სასმელი წყლის სისტემის ამოცვლა, სათავე ნაგებობის ამოწმენდა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა, სოფელ გრძელიჭალაში – სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის სისტემის ამოცვლა, არსებული რეზერვუარის მოცულობის გაზრდა, ასევე, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა და წყალამრიდის მოწყობა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close