დღის ამბებისაზოგადოება

თელავში „60+ ბებია-პაპების კლუბის“ წევრებმა მორიგი შეხვედრა კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გამართეს

ხანდაზმულთა სიღარიბე, უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები – ეს ის საკითხებია, რაზეც „60+ ბებია-პაპების კლუბის“ წევრებმა, კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად იმსჯელეს.

ნათია ფიცხელაურის თქმით, ხანდაზმულები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ. მისი განმარტებით, ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობაში ხანდაზმულთა პროცენტული წილი, მათი 36% რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შესაბამისად მოწყვლადია, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის დასაქმების ადგილებზე. ასევე, ოჯახის წევრების მხრიდან ხანდაზმულებზე ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა.

შეხვედრაზე ასევე,  60+ კლუბების მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტების ჩართულობის საჭიროება განიხილეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close