რეგიონიყვარელი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები თხილისწყაროს შოროხის საცხენისა და თივის მოსახლეობასთან გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში-  თხილისწყაროს, შოროხის, საცხენისა და თივის მოსახლეობასთან გაიმართა.

შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:

სოფელი თხილისწყარო – სანიაღვრე არხების მოწყობის დასრულება და გზის მოხრეშვა;

სოფელი შოროხი – სანიაღვრე არხების მოწყობის გაგრძელება და გზის მოხრეშვა;

სოფელი საცხენე – სანიაღვრე არხის მოწყობა და სოფელში შესასვლელი გზის მოხრეშვა;

სოფელი თივი – სანიაღვრე არხის მოწყობა და სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close