ახმეტარეგიონი

გიორგი ალადაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს დაესწრო

სოფლის საერთო კრებები და კონსულტაციები დუისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გამართულ შეხვედრებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ახმეტის მუნიცპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაესწრნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრიორიტეტულ საკითხებად გამოიკვეთა – სპორტული დარბაზის საჭირო ინვენტარით აღჭურვა, შიდა საუბნო გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, სოფლის ცენტრში არსებული სცენის გადახურვა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close