დღის ამბები

,,ჯერ კიდევ 55 წლის წინ, მე თვითონ დავდიოდი ალაზნის ველზე და ვკრეფდი სატაცურს.”-მებაღე წინანდლიდან

,,ჯერ კიდევ 55 წლის წინ, მე თვითონ დავდიოდი ალაზნის ველზე და ვკრეფდი სატაცურს. სიმღერაც არის ესეთი, ალბათ გემახსოვრებათ, ,,ალაზნის პირას წითელი სატაცურიაო”-იხსენებს მებაღე წინანდლიდან.

ტარიელ დათუკიშვილს თავდაპირელად ვენახი ჰქონდა გაშენებული, შემდეგ მარწყვი. ეხლა კი მისი მთავარი მისია, ძველი ქარული ჯიშის ხეხილის მოძიება და მისი გაშენებაა.

,,ჩემი ხელით ვამყნობ, ჩემი ხელით ვეძებ საძრეებს, თუნდაც ატამი. დამჯერეთ, მისი სურნელი სულ სხვაა, ვიდრე თანამედროვე, შემოტანილი ჯიშები. უბრალოდ კამპოტის ქილას რომ გახსნი ადამიანი, სანამ ცხვირთან მიიტან, უკვე სურნელს გრძნობ…”-ამბობს მებაღე.

 

ტარიელ დათუკიშვილი- მებაღე წინანდლიდან

,,ჯერ კიდევ 55 წლის წინ, მე თვითონ დავდიოდი ალაზნის ველზე და ვკრეფდი სატაცურს. სიმღერაც არის ესეთი, ალბათ გემახსოვრებათ, ,,ალაზნის პირას წითელი სატაცურიაო"- ტარიელ დათუკიშვილი, მებაღე წინანდლიდან.

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on Thursday, April 16, 2020

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close