გურჯაანირეგიონი

გურჯაანის საჭადრაკო კლუბმა კახეთის 14 და 18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა რეგიონულ პირველობას უმასპინძლა

ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბმა კახეთის 14 და 18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა რეგიონულ პირველობას უმასპინძლა.

ადგილობრივი მერიის ინფორმახიით, ასპარეზობა, რომელშიც 52 მოსწავლე მონაწილეობდა, 7 ტურად ჩატარდა.

” 8 მოჭადრაკემ: ლია ბუზალაძემ, მარიამ დათუაშვილმა, დათა ყალაბეგაშვილმა, ოთარ ელოშვილმა, ნანა აბულაძემ, ანა ლიმარიმ, თამაზ თუშიშვილმა და დავით ცერცვაძემ, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი მედლებით, სიგელებით და სამახსოვრო თასებით დაჯილდოვდნენ.

ჭადრაკის ღია პირველობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი დაესწრნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close