პოლიტიკა

ბრიფინგი ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ოფისში

2020 წლის 15 ნოემბერს თბილისში აღმაშენებლის ქუჩაზე თავს დაესხნენ ჩვენს თანაგუნდელებს და პარტიის აქტივს თემურ ცუცქირიძეს, გიორგი ტყემალაძეს და ბესიკ თათულაშვილს, ჩვენი ინფორმაციით თავდამსხმელი იყვნენ ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლები, შესაბამისად დაუყოვნებლივ მოვითხოვთ რომ საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს ძიება და პოლიციამ უზრუნველყოს იმ ადამიანების დაკავება ვინც ჩვენს თანაგუნდელებს დაესხნენ თავს და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს. ასევე ჩვენ აღნიშნული შინაარსის წერილით მივმართავთ ძალოვან უწყების სამსახურებს აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე არსებულ თავდასხმის ფაქტზე ,

აღნიშნული განცხადება დღეს თბილისის  ჩუღურეთის რაიონის ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გააკეთეს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა,

შეგახსენებთ რომ 2020 წლის 15 ნოემბერს თავს დაესხნენ თბილისში აღმაშენებლის ქუჩაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close