რეგიონიყვარელი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჭიკაანის გავაზისა და სანავარდოს მოსახლეობასთან

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტში.

პრიორიტეტულ საკითხად, სოფელ  ჭიკაანში – სტადიონის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სოფელი გავაზში – საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და სტადიონზე სპორტული ინფრასტრუქტურის (ტრენაჟორები) მოწყობა, სოფელ სანავარდოში – არსებული სკვერის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია.

ცნობისთვის, მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close