რეგიონიყვარელი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მთისძირის ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში-  სოფელ მთისძირში- სასმელი წყლის ჭაბურღილისა და გარე განათების ქსელი მოეწყობა, ბალღოჯიანში – სკვერისა და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა, ხოლო ახალსოფელში – ფეხბურთის მინი სტადიონისა და გარე განათების ქსელის მოწყობა დაიგეგმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close