დღის ამბებიკულტურასაზოგადოება

ლაგოდეხის ისტორიულმა მუზეუმმა ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმში- პედაგოგ- ნათია ხაჩიძის მოსწავლეებმა, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.

დამთვალიერებელს, საშუალება მიეცა, მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები, მრავალფეროვანი ექსპოზიცია – პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი დაეთვალიერებინა.

გამოფენა, ჯონდო მდივნიშვილმა, მოადგილე, ნინო ბატიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ვფიქრობ, აღნიშნული ღონისძიება, მოსწავლეებს, სამყაროს მხატვრული აღქმის, საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევების წარმოჩენას და განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული ბავშვის ნამუშევარი, გამოირჩევა ფერადოვნებით, შესრულების განსხვავებული ტექნიკით. მადლობა, პედაგოგს, მშობლებს და ბავშვებს საინტერესო ნამუშევრების წარმოდგენისთვის! ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, მზად არის, ყველა მსურველ ნიჭიერ, ხელოვან ბავშვს მისცეს მოტივაცია და უმასპინძლოს, მათი ნამუშევრების გამოფენას“, – აღნიშნა ლაგოდეხის მერმა.

ცნობისთვის- გამოფენა, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close