დღის ამბებიკულტურასაზოგადოება

მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR-2024 საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2024 მონაწილეობს.

გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრება.  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და კერძო სექტორია წარდგენილი.

FITUR-2024-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.

FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან  9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი.

მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი   სტუმარი  ჰყავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close