ლაგოდეხირეგიონი

აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი დახურული ტიპის სპორტდარბაზი აშენდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, აფენის თემის მოსახლეობის ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გამოყოფილი თანხები გაერთიანდა და ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის – სპორტდარბაზის მშენებლობა დაიგეგმა.

სოფელ აფენში, ფოდაანში, გვიმრიანში, ზემო და ქვემო ნაშოვარში, ჭაბუკიანში, ონანაურსა და ბაღდადში ჩატარებულ სოფლის კრებებს, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრნენ.

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აფენის თემის სოფლებისათვის, 120 000 ლარია გამოყოფილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close