დღის ამბებისაზოგადოებასამართალი

13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, 13 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარზე უარი თქვა ბრალდებულის ადვოკატმაც.

ბრალდებული, ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, გამოძიება კაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close