ბლოგიდღის ამბები

ამბავი – როგორ იშვილა 90 წლის თამარა ბებომ 9 მოხუცი …

ეს ზღაპარივით ამბავი აქ კახეთში ხდება, სახლზე რომელზეც ჩვენ მოგიყვებით ზღაპრულია… სახლი არც იისფერია არც ალისფერი… ძველია პატარა მყუდრო მაგრამ სითბოთი და სიყვარულით სავსე

იყო და არა იყო რა…

იყო ერთი კეთილი ბებია და პაპა…

მოხუცები კახეთში, ყვარელში ცხოვრობენ …

მათი ასაკი ბევრ ბებოზე და პაპაზე დიდი იყო…

პაპას ზუსტად 8 წლის მერე  ასის გახდება…

ერთეხლ ბებო ძალიან ცუდად გახდა,როგორც პაპა ჰყვება ოპერაციაც გაუკეთა, შვილებიც თავზე კი დაჰფოფინებდნენო მაგრამ მათ ავადობას მაინც ეკლდა წამლობა…

გამოჯანმრთელებულმა თამარა ბებომ ანზორი პაპასთან ერთად ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა…


 

დღეს სახლს სადაც, 11 მოხუცებული ერთად ცხოვრობს სიკეთე , ზრუნველობა და გაჭირვება აერთიანებთ.

დღეს, იმ მოხუცი პაპა- ბებიის შესახებ მოგიყვებით, რომელთაც საზრუნავი არ აკლიათ…

ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა, უცხო უსახლკარო მოხუციებს საკუთარ სახლში . სრულიად უსასყიდლოდ იფარებენ და უვლიან.

72 წლის თამარი ქოჩორაშვილი და მისი 91 წლის  მეუღლე ანზორი პაპა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მშობლების მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობენ. რატომ გახდა მათი ცხოვრების მიზანი უცხო მოხუცებულების მოვლა- პატრონობა, თავად ქალბატონი თამარი გვიყვება:

,,იცით, თქვენმა ზარმა გული გამითბო. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი თბილი ოჯახით დაინტერესდით. ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მტკივნეული დღეები, წლების წინ დაიწყო. 5 წლის განმავლობაში, დღეები ჯოჯოხეთად მექცა. ტკივილს არაფერი მიყუჩებდა. გულის ოპერაციაც გაკეთებული მაქვს. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი. სწორედ მაშინ ვთხოვე უფალს დახმარება.ღმერთო გადამარჩინე ეხლა და თუ ფეხზე დადგომას შევძლებ, ყველა გაჭირვებულს, ვისაც არვინ ჰყავს მე დავეხმარები.

   ალბათ, ღმერთმა მისმინა. გამოვკეთდი და სულ ცოტახანში სიარულიც შევძელი. მე ბედნიერი ვარ, რომ გვერდით შვილები მყავს და ისინი მეხმარებიან, მაგრამ ამათმა რა ქნან? თავდაპირველად 5 მოხუცი მყავდა, ეხლა 9-ნი არიან. პანსიონატებმაც კი უარი უთხრეს, თანხას სთხოვდნენ. “-ამბობს ჩვენთან საუბრისას, თამარი ბებო.

ამ ოჯახში, შეფარებული მოხუცების ასაკი 80 დან 92 წლამდეა.თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

,,ჩვენ, რაც შეგვიძლია ერთმანეთს ვეხმარებით. გვყავს ჩაწოლილი მოხუციც. წამლებისთვის ყველა თავის პენსიას ვიყენებთ, საკვებით კი ერთად ვწყვეტთ, რა მოვამზადოთ დღის განმავლობაში. სახლთან პატარა ბოსტანი გვაქვს.იქ მოგვყავს კარტოფილი, ლობიო და რაც გვჭირდება.”-აღნიშნავს ქალბატონი თამარი.

ყველაფერ ამასთან ერთად, ოჯახის წევრების ხასიათსა და გახალისებაზეც თავისებურად ზრუნავს ჩვენი რესპონდენტი.

,,მინდა ყოველ დღე მათ ბედნიერ სახეს ვუყურებდე, ვახალისებდე.. მე ლექსებსაც ვწერ..მერე მათ ვუკითხავ, ხან ვამეცადინებ.. მინდა, რომ გონება სულ ვავარიშოთ და არ მოვეშვათ”-ამბობს სიხარულით თამარა ბებო.

 

 


ბლოგის ავტორი მარიამ მეგრელიშვილი


მეტი

მსგავსი სიახლეები

Close