დღის ამბებისპორტი

საფეხბურთო კლუბის “თელავის” ახალი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკოა 

საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს .

როგორც საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური აცხადებს- რუსი სპეციალისტი 50 წლის  ოლეგ ვასილენკოა, რომელმაც მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ “სტავროპოლში” დაიწყო.

” ოლეგ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) – ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეს მართლაც, რომ მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, ბოლოს ვლადიკავკაზის “ალანიას” თავკაცი გახლდათ, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის “ავანგარდის”, სარანსკის “მორდოვიას” და ვორონეჟის “ფაკელის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ

ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ “სტავროპოლში” დაიწყო, მერე ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა, იქიდან კი მიეწყო “ჟემჩუჟინა”, “სატურნი”, ბელარუსის მინსკის” დინამო”, “კრასნოდარი”, “ანჟი”, “ურალი”, “სოჩი”, ლატვიის “რფს რიგა”, ლიეტუვას “ტრაკაი”, კალინინგრადის “ბალტიკა” და ამ კლუბებში უმეტესწილად მთავარ მწვრთნელად იდგა, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ კი მახაჩყალის “ანჟიში” 2012/2013 წლების სეზონში მუშაობდა და თვით ლეგენდარულ ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close