ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი- ჯონდო მდივნიშვილი განმარტავს- გაზრდილია უკიდურესად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის ან/და ბუნებრივი აირის თანადაფინანსება, იძულებით გადაადგილებულ პირთა, უსახლკარო ოჯახების და სტიქიის შედეგად, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილი ოჯახების დახმარება, ძალადობის მსხვერპლი ოჯახების საცხოვრებელი თავშესაფრით უზრუნველყოფა, უსინათლოთა ერთჯერადი ფულადი დახმარება, სარიტუალო ხარჯები.

არსებული ინფორმაციით, მერიის სოციალურ პროგრამაში, ასევე, დაემატა ახალი ქვეპროგრამები, რომელიც მოიცავს- დიაბეტით დაავადებულთა დახმარებას, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, გაფანტული სკლეროზის, კოლოსტომის დიაგნოზის, კანის (იქთიოზი) დაავადების მქონე პაციენტებს;

პროგრამის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვა და შშმ პირებისათვის ჰიგიენური საშუალებების შეძენა.

ცვლილებაა ასევე, სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების ნაწილშიც, წლის განმავლობაში, მოქალაქე, საჭიროებისამებრ, რამოდენიმეჯერ შეძლებს ისარგებლოს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით, 700 ლარის შევსებამდე.

ლაგოდეხის მერიის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის, 2024 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1570400 ლარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close