დღის ამბებითელავი

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

თელავის მერიის ინფორმაციით- სოფლებში: ფშაველში, ლალისყურში, სანიორესა და ნაფარეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე თქმით, დასრულების ეტაპზეა 160 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობს 35 საცხოვრებელ სახლზე.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის ბიუჯეტიდან ჯამში 3.5 მლნ ლარია გამოყოფილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close