რეგიონიყვარელი

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ყვარელში პირველი თებერვლიდან დაიწყება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 610 000 ლარი განისაზღვრა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 1 თებერვლიდან დაიწყება და 21 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში- ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ისეთი პროექტები განხორციელდება, როგორებიცაა- სასმელი წყლის და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები,
ნაპირსამაგრი სამუშაოები,
გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე- სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა,
სკოლამდელი დაწესებულებები,  სარეკრეაციო სივრცეები და სხვა.

ცნობისთვის, 2024 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 326 000 ლარი გამოიყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close